9:14 PM დიდი მატჩის მოლოდინში | |
![]() თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს „უემბლის" სტადიონზე მართლაც დიდი მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს, ისტორიულადაც და დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარეც, ორი უდიდესი და სადღეისოდ ევროპის ორი უძლიერესი კლუბი დაუპირისპირდება. ლიგის წლევანდელ გათამაშებას თუ თვალს გადავავლებთ, ალბათ ძნელად თუ გავიხსენებთ სხვა რომელიმე კლუბს, რომელიც უფრო ღირსი იქნება დღევანდელ ფინალში ითამაშოს, ვიდრე „ბარსელონა" და „მანჩესტერ იუნაიტედია".
შეგახსენებთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ერთიც და მეორეც ჩემპიონთა ლიგის (თასის) ტრიუმფატორის ტიტულს მეოთხედ მოიპოვებს. თასის ამწევი გუნდი ამ მაჩვენებლით, „აიაქს" და „ბაიერნს" გაუტოლდება და ჩამორჩენა მხოლოდ 3 კლუბთან, „ლივერპულთან" (5),„მილანთან" (7), და „რეალთან" (9) ექნება. „ბარსელონას" ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირის ფინალში 6-ჯერ უთამაშია და აქედან გამარჯვებული 3-ჯერ გამოსულა. 1991/92 წლების გათამაშების გადამწყვეტ მატჩში მათ „სამპდორიას" დამატებით დროში 1:0 სძლიეს. ამ ფორმაციის გუნდში „ბლაუგრანას" დღევანდელი დამრიგებელი პეპ გვარდიოლაც თამაშობდა და წარმატების ერთ-ერთი შემოქმედიც გახდა. 2005/2006 წლების სეზონში კატალონიელებმა. „არსენალი" დატოვეს ტიტულის გარეშე (2:1), ხოლო 2 წლის წინ, დღევანდელ მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედს" 2:0 მოუგეს. რაც შეეხება „წითელ ეშმაკებს", მათ ფინალში 4-ჯერ ითამაშეს და აქედან 3-ჯერ სათავისოდ დაასრულეს შეხვედრები. პირველად ჩემპიონთა თასი, გუნდმა ბობი ჩარლტონის კაპიტნობით დაისაკუთრა, როცა 1967/68 წლების სეზონში „ბენფიკას" დამატებით დროში 4:1 დამარცხება აგემა. მომდევნო ტრიუმფის ცდა „მანიუს" 30 წელი მოუწია და „ბაიერნთან" ლეგენდარულ შეხვედრაში (2:1) გახდა თასის 2-გზის მფლობელი. ბოლო ტრიუმფი კი 2008/2009 წლების სეზონზე მოდის, როცა ფერგოისპმოს შეგირდებმა „ჩელსის" პენალტების სერიაში აჯობეს და თასს დაეპატრონნენ. ვფიქრობთ, ძალიან კარგია ის გარემოაება, რომ როგორც გვარდიოლას, ისე ფერფიუსონის გუნდებს მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემები არ აწუხებთ, რაც იმის წინაპირობა უნდა გახსედ, რომ „ბარსაც" და „იუნაიტედიც" საკუთარი შესაძებლობები სრულად წარმოჩენას აცუდილებლად შეეცდება. ვის როგორ გამოუვა, ამას „უემბლიზე" გასამართი შეხვედრა დაგვანახებს. ნებისმიერ შემთვევაში, ერთი რამ ფაქტია, მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივართა უდიდესი ნაწილი სანახაობრივი და გამორჩეული მატჩის მოლოდინშია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |