9:23 PM კრკიჩი : მე ჯერ კიდევ არ ვარ რომას ფეხბურთელი | |
![]() ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის ბარსელონას ცენტრალურმა თავდამსხმელმა და 9 ნომერმა ბოიან კრკიჩ პერესმა გააკეთა კომენტარი 21 წლამდელთა ევრო–2012 დასრულების შემდეგ.(მოგახსენებთ რომ ბოიანის ეროვნულმა ნაკრებმა ფურია როხამ–ესპანეთმა შეძლო და გაიმარჯვა ევრო–2012 ში შვეიცარიის 21 წლამდელტა ნაკრების წინააღმდეგ ანგარიშით 0:2 . გოლები ტიაგო ალკანტარამ და ერერამ გაიტანეს).
ესპანელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ბოიან კრკიჩ პერესმა განაცხადა : " მე ცოტა ხნის წინ მოვიგე ევრო–2012 და ვარ ძალიან გახარებული. მე რომა ჯერ არ მაინტერესებს რადგანაც ამ დიდ მიღწვას მე ვზეიმობ საკუთარ მეგობრებთან ერთად.მაგრამ როდესაც ბარსელონაში დავბრუნდები მაშინ უკვე სრულიად გადავერთვები ტრანსფერის საქმეებზე.მე არაფრის თქმა შემიძლია რადგანაც მე ვიყავი სტადიონზე სათამაშოდ და ვმოღვაწეობდი ევრო 2012 ში.მე ჯერ კიდევ არ ვარ იტალიური კლუბის AS რომას ფეხბურთელი." – განაცხადა ფურია როხასა და ესპანური კლუბის კატალონიის ბარსელონას თავდამსხმელმა. " მე რათქმაუნდა მსურს რომ ამ სეზონზე მივაღწიო ბევრ წარმატებას მოვიგო ბევრი ტიტული. მე სანაკრებო კარიერაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი და მოვიგე ევრო–2012 . მართალია ეს ჩემპიონათი არის 21 წლმადეთათვის მაგრამ ეს მაინც ძალიან დიდი მიღწევაა როგორც ჩემთვის ასევე ჩემი მეგობრებისთვისა და ნაკრებისთვის. ჩემი მთავარი მიზანი კი რათქმაუნდა ძალიან ბევრი ტიტულია. მე არ ვიქნები უკმაყოფილო თუ გადავალ იტალიურ კლუბ რომაში რადგანაც მე იქ მივიღებ ძალიან დიდ სათამაშო პრაქტიკას და უფრო გაძლიერებული შევუერთდები კატალონიის ბარსელონას " – დაასრულა ესპანელმა თავდამსხმელმა | |
|
სულ კომენტარები: 0 | |