9:31 PM პელე:კრუიფი, დი სტეფანო და პლატინი მესიზე ძლიერები იყვნენ | |
![]() "გულშემატკივრებს ფეხბურთელების ჩემთან შედარება უყვართ, თუმცა მათ რატომღაც სულ ავიწყდებათ კრუიფის, პლატინის და დი სტეფანოს შესახებ, რომლებიც გაცილებით ჯობდნენ იმავე მესის. მაგალითად, დი სტეფანოს ყველაფერი შეეძლო:შესანიშნავად ურტყავდა ორივე ფეხით და ასევე შეუდარებლად იბრძოდა მაღალი ბურთებისთვისაც."
"უამრავი თანამედროვე მოთამაშჳს კარიერა კი ძალიან მოკლეა. ცოტა ხნის წინ საუკეთესოებად რონალდინიო და კაკა ითვლებოდნენ, ახლა კი მათ ადგილას რონალდუს და მესის ასახელებენ." "კიდევ ავღნიშნავდი, რომ მესი "ბარსელონაში" და მესი არგენტინის ნაკრებში, ეს ფაქტობრივად ორი სხვადასხვა ფეხბურთელია." - განაცხადა "ფეხბურთის მეფედ" წოდებულმა პელემ, რომელმაც ამ კომენტარით ერთგვარად მიანიშნა, რომ მესის ჯერ მის მიერ ხსენებული მოთამაშეების დონემდე არ მიუღწებია, ხოლო თვით ბრაზილიელთან შედარებამდე კი უსაშველოდ შორს დგას. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |