9:09 PM სქოულზის ინტერვიუ | |
![]() ინგლისელმა ფეხბურთელმა პოლ სკოულზმა კი თქვა: " ჩვენი გუნდის მანჩესტერ იუნაიტედის მენეჯერმა( მწვრთნელმა ) სერ ალექს ფერგიუნსონმა მითხრა რომ შემეძლო შემდეგ სეზონზეც თამაში . ძირითადად 15–20 მატჩში რათა უფრო დიდი ხანი მომეთელა მინდორი ინგლისის სამეფო კლუბის მაისურით ,მაგრამ როდესაც ეს სეზონი დასრულდა მე არც ისე კარგად ვგრძნობდი თავს როგორც ვარჯიშებზე ასევე მატჩებშიც , დამეტყო გადაღლილობა რის გამოც ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკავებას ვერ ვახერხებდი.მე ვფიქრობ რომ მივიღე საუკეთესო გადაწყვეტილება რაც თუ შესაძლო იყო , ვფიქრობ მე გუნდს უკვე აღარ ვჭირდები " – თქვა პოლ სკოულზმა. " მე საფეხბურთო კარიერაში გამიმართლა, არასდროს მითამაშია მანჩესტერ იუნაიტედის გარდა სხვა კლუბში სადაც გავატარე დაუვიწყარი წლები მოვიგე ძალიან ბევრი თასი მითუმეტეს დიდი რაოდენობით მოგებული მაქვს ინგლისის პრემიერ ლიგა.მე ვფიქრობ რომ ჩემი ფეხბურთიდან წასვლის დრო იყო და წავედი კიდეც.ამ გადაწყვეტილებას ტრაგედიულს და ძნელს ვერ დავუძახებთ რადგანაც მე ჩემი თავისათვის, გუნდისთვის და ოჯახისთვის ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მივიღე " . " მე საფეხბურთო კარიერის ამ ეტაპზე გადავწყვიტე რომ ფეხბურთიდან წასვლა არ გადამედო , უკვე ჩემი დროც დადგა – შემოვუძახე საკუთარ თავს ეს სიტყვები და წავედი ფეხბურთიდან რაც ბევრისათვის აღმოჩნდა ტრაგედიული და დასანანი ხოლო ზოგისთვის კი სასიხარულო და მართალი.ჩემს ფეხებს უკვე აღარ შეეძლო იმის გაკეთება რაც გუნდისთვის ძალიან სასარგებლოა და რაც მე მინდა ფეხბურთში " . " თუკი შენ გსურს რომ იყო მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი და ითამაშო ყოველ მის საფეხბურთო მატჩში 90 წუთი უნდა იყო ძლიერი და ახალგაზრდა , რაც მე თანდათან მაკლდებოდა.მე აღარ შემეძლო თავიდანვე სასტარტო შემადგენლობაში გამოსვლა, მე შემიძლია 15–20 წუთით მინდორზე თამაში მეტს უკვე ორგანულად ვეღარ გავწვდები.ეს კი არ არის საკმარისი იმ დროს როდესაც მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავ. " – დაასრულა არნახულმა ლეგენდამ პოლ სკოულზმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |