8:57 PM სუპერთასზე რეალი ბარსელონას ყოველთვის ამარცხებდა | |
![]() ესპანეთის სუპერთასი საფეხბურთო შეჯიბრება ესპანეთში, სადაც ლა ლიგის და ესპანეთის თასის გამარჯვებულები ხვდებიან. წელს სუპერთასძე ერთმანეთს ორი ესპანური გრანდი მადრიდის ,,რეალი" და ,,ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. ეს ორი გიგანტი ერთმანეთს ”ესპანეთის სუპერთასის” ფინალში 4-ჯერ შეხვდნენ: 1988, 1990, 1993 და 1997 წლებში. ამ 4 დაპირისპირებიდან ოთხივეში მადრიდის ,,რეალმა" იმარჯვა და მათთვის სასიამოვნო ტრადიცია დაამკვიდრა. 1988 წელს, მადრიდელებმა საკუთარ მოედანზე 2:0 დაამრაცხეს ბარსელონა. გასვლაზე კი კატალონიელებმა 2:1 იმარჯვეს, თუმცა ესეც კი სამარისი გამოდგა, რათა მადრიდელებს ”ნოუ კამპზე” თასი აეწიათ. ![]() მეორედ ისინი ერთმანეთს 1990 წლის 5 დეკემბერს შეხვდნენ. "ბლანკოსმა" "ნოუ კამპზე" 0–1 იმარჯვა, ერთ კვირაში კი მადრიდელებმა "ბერნაბეუზე" მეტოქე 4–1 დაამარცხეს. ![]() 3 წლის შემდეგ ფინალი კვლავ განმეორდა. ალფონსომ (2) და ზამორანომ, პირველ შეხვედრაში ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდელებს გამარჯვება მოუტანეს (3:1). მეორე მატჩი ბარსელონაში 1–1 დასრულდა. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მადრიდის "რეალი" "ბარსელონას" თასის მფლობელის სტატუსით დაუპირისპირდა. ![]() გუნდების ბოლოს ერთმანეთს 1997 წლის 20 აგვისტოს დაუპირისპირდნენ. "ბარსელონამ" "ნოუ კამოზე" 2–1 გაიმარჯვა, თუმცა მეორე შეხვედრაში "ბლანკოსმა" "ბერნაბეუზე" 4–1 დაამარცხა მეტოქე და თასს დაეუფლა.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |