შაბათი, 2025-07-19, 6:37 AM
მოგესალმები, სტუმარი | RSS
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ საიტი?
სულ ხმები : 66
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

წევრები:
[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე]
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივლისი » 14 » თბილისის “დინამოს” დუბლშემადგენლობა ქვეყნის ჩემპიონია
11:27 PM
თბილისის “დინამოს” დუბლშემადგენლობა ქვეყნის ჩემპიონია
საქართველოს დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, თბილისის "დინამომ” ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილმა დედაქალაქელებმა, ფოთის "კოლხეთის” 5:0-ზე გამარჯვებით, უახლოეს მდევართან შედარებით, 15 ქულით მეტი დააგროვეს და დარჩენილ მატჩებში მიუწვდომელნი გახდნენ. საჩემპიონო შეხვედრაში, გოლები გიგა წენგუაშვილმა, გივი არახამიამ, ვახტანგ ფოცხვერიამ, ბესიკ ამაშუკელმა და ლევან კუხალეიშვილმა გაიტანეს.
ფოთელებთან "დინამოს” სრული შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ზარქუა, კაკულია, ჩადუნელი (გაჩეჩილაძე, 46), გველესიანი, ამაშუკელი, წენგუაშვილი, ავსაჯანიშვილი (რუხაძე, 59), არახამია, ვაშაკიძე (მუმლაძე, 59), ლექვთაძე (ფოცხვერია, 46), სიხარულიძე (კუხალეიშვილი, 46).
დინამოელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების თავკაცები - თემურ ქეცბაია, ოთარ გაბელია და "დინამოს” სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები (სრული შემადგენლობით) ესწრებოდნენ. დუბლშემადგენლობის ყველა წევრს, ჩემპიონობა ს/კ "დინამოს” გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა მიულოცა



კატეგორია: სპორტი | ნანახია: 512 | დაამატა: chito | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი*:
Email*:
კოდი*:
ADMIN
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
საიტის სტატისტიკა
კომენტარები: 10
სიახლე: 312
Guestbook: 3